თამო კეშელავა: მტერიც შეიძლება გყავდეს ღირსეული და მხოლოდ უღირსი მტერი კლავს მშვიდობიან ხალხს, მერე კი ცხედრებს ქუჩებში, ჭებში ყრის

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
თავისუფლება პურზე კარაქის წასმით არ მოდის, არც ძილით, არც შეგუებით, მადლობა ბრძოლისთვის, ყველა ომისთვის მადლობა, წაგებული ომებისთვისაც კი, რადგან მთავარი ბრძოლის არ შეწყვეტაა, გინც იბრძვის, მხოლოდ მას აქვს გამარჯვების შანსი, ვინც არ იბრძვის, ის დასაწყისშივე წაგებულია აპრიორი.
ბოდიში, რომ მხართეძოზე წამოწოლა გამიტკბა, რამდენი ომია გარეთ, თუ ემიგრანტების და ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებულების, თუ ჯანმრთელობის უფლებისა და წამლისთვის, თუ პურისა და კარაქისთვის, თუ მიწისა და ტაძრისთვის, თუ მეწყერში არ ჩამარხვისთვის…
მე კი მხართეძოზე წამოწოლა გამიტკბა, კარგია, თუ ცოხნით…
მაგრამ, სანამ შენი ბრძოლა და თავგანწირვა მახსოვს – მანამდე, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი…
მე მახსოვს 9 აპრილი!
მე მახსოვს, რომ მტერია
მე მახსოვს, რომ რუსეთი უღირსი მტერია, მტერიც შეიძლება გყავდეს ღირსეული და მხოლოდ უღირსი მტერი კლავს მშვიდობიან ხალხს, მერე კი ცხედრებს ქუჩებში, ჭებში ყრის.
მე მახსოვს ილია, ვაჟა, აკაკი, ყაზბეგი, ნინოშვილი, გალაკტიონი და მწერალთა კავშირში გავარდნილი ტყვია.
მე მახსოვს, ვინ დამინგრია ყველაზე მეტი ტაძარი.
მე მახსოვს, რომ მხოლოდ მას შეუძლია გამარჯვება, ვინც იბრძვის.
მე მახსოვს 9 აპრილი და მე მინდა ღმერთის ან კაცის სამართალი, ჩემი ქვეყნის შვილების დაღვრილი სისხლისათვის!”

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში