ჟურნალისტი თამო კეშელავა:
საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ, სპორტის უნივერსიტეტი დავამთავრე, მარკეტინგში ვმუშაობდი, ჟურნალისტობა მინდოდა, ბებიაჩემს ექიმი უნდოდა გამოვსულიყავი და თვითნასწავლი გამგებელი ვარ და შენ რისი ექსპერტი ხარ და რა იციო – მე მეკითხება, ამ ბიოგრაფიით.
მერე კი, იმ კაბინეტში, რომელიც “მისია”, კი არ ვიცი, როდის ააშენა, მაგრამ იქ, “მის” კაბინეტში რომ შეხვალ, ხელები მუხლებზე უნდა დაილაგო, ან ჯიბეში ჩაიწყო, იმიტომ, რომ ჟესტიკულაციის განმარტება არ იცის და ჟესტიკულაცია უზრდელობა და უკანონობა ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ორივე ხელს იქნევს, პაპიროსს მოუკიდა, მოუკიდა ჩემს თვალწინ და პაპიროსიანი ხელი თან მაგიდის ქვეშ დამალა, თავს ჩაწევდა ხოლმე და ისე დაანაფასებდა, ეს რა ვნახე… დევნის მანია აქვს, მგონი, მიღებენო.
რა ცუდი რამეა ეს გამჭვირვალობა ზოგჯერ, არა?
გუგული მაღრაძე, რომ იცოდე, მაინც როგორ აქვთ გაფენილი ეგ “შენი კანონი”…
კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…
ხო, პიარმა ჟესტიკულაციით დააპირა საუბარი და გავაფრთხილე, ეგა, აქა, უზრდელობად ითვლება–თქო და კი ჩაწია ისე ორივე ხელები დაბლა ეგრევე და რა ვიცი.
ჩვენ სულ ვმუშაობთო, გავიხედე, არ მუშაობენ არც ახლა, მაგრამ, აგერ ამხელა კაცი “ყველა” ამბობს, რომ მუშაობენ და მჯერა, მარტო ის მითხარით, ბატონო, როცა სულ მუშაობთ და მუშაობთ, 2 ქუჩის რეაბილიტაციის ჩაბარების ვადა ორჯერ რატომ გადაიწია და ოქტომბრის ბოლოს ჩასაბარებელი ახლაც რატომ არაა ჩაბარებული–თქო და ყვირილი დაიწყო და ჯერ მეგონა ეწყინა, რომ ავხედე, ისე იბღვირებოდა, შეიძლება კიდეც ეტკინა, რას გაუგებ ამხელა “ყველას”.
პიარს შევთავაზე პასუხზე დავლოდებოდი და მაშანტაჟებო…
ხოო…
მოქალაქეს რა ბედი ელის, წარმოიდგინეთ, თუ გაგიჭირდათ და ფანტაზია არ გეყოთ?
ეს რა ჭირი გვჭირს რა…




