თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს

“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ს მიერ ს შეწყალებას.
ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს.
“სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. მან კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის მის უსაფრთხოებასაც იცავს. რომ არა კანონის ვალდებულება, პრეზიდენტი ღირსია ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩეს. ეს შეურაცხყოფილი პოლიციელები აუცილებლად გასცემენ პასუხს არჩევნებზე უთავმოყვარეო პრეზიდენტს და კოლექტიურ ნაცმოძრაობას. დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? პოლიციელის ღირსება ფეხქვეშ გათელა და ამის შემდეგ როგორ გინდა ახალგაზრდას მოსთხოვო მათდამი პატივისცემა? ზურაბიშვილმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც დაუმორჩილებლობისკენ და სისხლისღვრისკენ. იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ქართველი ხალხი გააგდებს საქართველოდან და აღარასდროს აქ არ ჩამოუშვებენ” – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…