თამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი სამყაროს თქვენი თვალებიდან არ ხედავს მეგობრებო, თავისი თვალებიდან ხედავს

“კი, მაგრამ რაში აწყობს ბიძინა ივანიშვილს ჩაწყნარებული ვითარების აღელვება, ეს მის ინტერესებში არ არის.
ეს კითხვა მესმის ხშირად წესიერი ადამიანებისგან და ცოტა იმ გულუბრყვილო დასავლელებს მაგონებს, „პუტინს არ აწყობს მეზობელი ქვეყნების დაპყრობაო“, რომ ამტკიცებდნენ.
ივანიშვილი სამყაროს თქვენი თვალებიდან არ ხედავს მეგობრებო, თავისი თვალებიდან ხედავს.
მისი ავტორიტეტი დგას ძალმომრეობაზე.
ნებისმიერი დათმობა მას მიაჩნია სისუსტის გამოვლინებად და პოტენციური რღვევის დასაწყისად.
იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ქართული საზოგადოება უნდა გატეხოს მორალურად და დააჯეროს, რომ პროტესტს არანაირი აზრი არ აქვს – მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიძინას უნდა.
ამისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – მას შეშინებული ქოცების დაწყნარება სჭირდებოდა ძალის საჩვენებლად, ისინი უნდა შეეყვანა ქუჩიდან სახლებში. (ქუჩის ეშინია, წვევამდელები უყენია რობოკოპებად, როდის გატყდებიან, არ იცის).
მხდალი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების უტვინობის გამო(ც) მას ეს გამოუვიდა და ევროკავშირის გინებაში ჯილდო მიიღო – ამიტომ თვლის, რომ ახლა სწორი მომენტია ხალხის გასატეხად.
ასე მოხდა ბელორუსში საზოგადოების დემორალიზაცია – იგივეს აკეთებს ეს რუსის გავარდნილი.
მისთვის მნიშვნელოვანია რომ ქართველმა ხალხმა არასოდეს გაიმარჯვოს მასზე.
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ძალაში რწმენას დაკარგავენ.
აი ამას ემსახურება ამ კანონის დაბრუნებაც.
ეს კანონიც ძალიან კანონზომიერია.
ივანიშვილი რუსია!
რუსისთვის, ამ ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მედია პლურალიზმი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არის საფრთხე და განიხილება უცხო ქვეყნის ინტერესად.
არცერთი ქართველი არ ჩათვლის უცხო ინტერესად თავისუფალ მედიას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.
ეს უცხოდ და მტრულად შეიძლება ჩათვალოს მხოლოდ რუსმა.
ივანიშვილი რუსია! ისეთივე რუსი, როგორიც სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე იყვნენ.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ეთნიკურ წარმომავლობას.
ის არის რუსი ქართული წარმომავლობით და ამიტომ აწყობს ძლიერი ქართული სახელმწიფოს უცხო ინტერესად შერაცხვა”. – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, .