TI: მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.
ამასთან, მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.
“დღეს, 2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. დემონსტრანტების მიმართ იყენებს ძალას, დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ