თამარ კორძაია – იორმუღანლოში გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა, ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის

დღეს სოფელ იორმუღანლოში გვაქვს შეხვედრა, სადაც გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ეს გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის , – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას განცხადებით, საგარეჯოში მოსახლეობა მზად არის საქართველოსთვის იბრძოლონ.
“დღეს შეხვედრა გვაქვს სოფელ იორმუღანლოში, სადაც სერიოზული განწყობაა გამარჯვებისკენ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენა. მათთვის ეს გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის. სიმართლე გითხრათ, გავუზიარე ისიც, რომ მე თავად მომიწია სოხუმის დატოვება, და არ შეიძლება იმ ქვეყანას, რომელმაც გამოგვყარა სახლიდან, დავუთმოთ მთელი საქართველო. ეს მათ ძალიან კარგად ესმით, მზად არიან საბრძოლველად და, რა თქმა უნდა, ისინი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს პარტიის ლიდერები საგარეჯოს რაიონში ხვდებიან მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი