თამარ ბუჩუკური: თავის ტვინის სიმსივნით 8 წელი პატიმრობაში… მოსამართლემ ამ ადამიანს თავისუფლებასთან ერთად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის მოპარვაც სცადა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ვისაც ონკოლოგიურ დაავადებასთან შეხება გვქონია და ანტონ ჩეჩენის დიაგნოზი (თავის ტვინის პროგრესირებადი სიმსივნე) ძარღვებში სისხლს არ უყინავს, რატომ ცხოვრობს არ ვიცი…
თავის ტვინის სიმსივნით 8 წელი პატიმრობაში… მოსამართლემ ამ ადამიანს თავისუფლებასთან ერთად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის მოპარვაც სცადა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა.
განსაკუთრებით ონკოლოგიაში წლები კი არა, საათები ხშირად გადამწყვეტია. როგორ უხერხულად გაჩუმდნენ ონკოლოგები, ონკოპაციენტები და მათი ოჯახები. ყველაზე უკეთ ხომ ჩვენ ვიცით, რას გრძნობს ახლა ანტონი და ციხის პირობები დაავადების პროგრესირების გარანტია რომაა, უზარმაზარ გავლენას ახდენს სიმსივნეზე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა… ყველა ვინც ჩუმად ვართ, ვკლავთ ამ ახალგაზრდა ბიჭს და ჩვენს შვილებს ღმერთს ვავედრებთ… გადავარჩინოთ, რომ გადავრჩეთ…
თავისუფლება ონკოპაციენტ პოლიტპატიმარს

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად