თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ ბელქანიას განცხადებით, თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.
როგორც ბელქანია „ფეისბუქზე“ წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„გუშინ განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა ბოლოს განაცხადა, რომ თუ ამ ფორმით რეფორმა განხორციელდება, მაშინ რექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ”,- აცხადებს ბელქანია.




