თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტია – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი უწოდა.
„ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი მოქალაქის თამაზ გინმტურის მკლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან არის ეთნიკური ქართველების წინაღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა განგრძობად ოკუპაციაზე, რომლითაც მისი თქმით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი კილომეტრიანი მავთულხლართებით იზოლირებულნი ნათესავებისგან, სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, საბაზო საჭიროებებზე წვდომა. უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.“, – განაცხადა ილია დარჩაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს კოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და რომ ეს მიდგომა ორი მთავარ საყრდენზე დგას, ესენია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას.
ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა იმართება.
ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის ს მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო, დარბაზი დატოვეს საქართველოს დელეგაციის წევრებმაც.