ყოფილი პარლამენტარი, პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
ჩემი გულწრფელი რჩევა ნაციონალურ მოძრაობას – ლიდერებს განსაკუთრებით, როცა აწევთ პლაკატს მესამე პრეზიდენტის გამოსახულებით რომელიმე აქციაზე, იმ სააკაშვილის გამოსახულებით, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, მერე ძირს აღარ დაწიოთ, ხაზარაძე მევახშე , თვალთხარია- გახარია და ციხის ბუნტის თემაზე “არდაკითხული” და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივან ბოკერია -ჩერგოლეიშვილის პარტიის ზოგიერთმა წევრმა ძირს ვერ უნდა დაგაწევინონ პროვოკაციულად ( გახსოვთ იყო ასეთი ფაქტი მარჯანიშვილზე, ტრანსფარანტის გამო რამდენჯერმე იყო და იმიტომ ვწერ). თქვენი პოლიტპატიმრის დაცვა – თქვენი პარტიის უფლებაა და ღირსების საქმეც, ისევე როგორც სხვას შეიძლება არ სიამოვნებდეს ვიღაც აქციაზე, მაგრამ ეს არის დემოკრატია და სხვისი უფლების პატივისცემა… ნუ აჰყვებით ოპოზიციაში შემოგდებულ და გარიგებულ ტიპებს, ოლიგარქატი ყველგან ერთია -ფულთან ერთნი არიან. მე ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილის დროს და სწორადაც ვიყავი ,არ მომწონდა სამართლებრივი სისტემა “მურუსიძის”, თუმცა ახლა კარგად ჩანს და მიკვირს, ან როგორ მოახერხა და სახელმწიფო როგორ ააშენა სააკაშვილმა,თან იმ დროს,როცა რუსეთი ასე მძვინვარედ ებრძოდა მას და “ნავთქურებიანი” სახელმწიფო ჩაიბარა, შუქს რომ ნატრობდა ხალხი, სადაც ბანდფორმირებები დათარეშობდნენ ქუჩებში და ძნელია ამ დროს შეცდომა არ მოგივიდეს და სამართლებრივი რეფორმა მოასწრო ამდენ მოღალატეში….ახლა ამ “ოცნების “ხელისუფლების სამართლებრივი სისტემა დაწინაურებული “მურუსიძით” საქართველოს მომავალს გვინადგურებს “რუსულად”, ახალგაზრდა პატრიოტ ბიჭებს ასამართლებენ და მომავალს უნადგურებენ, კორუფცია (ჩარტერული რეისებით ყვავის) და მკვეთრად შერჩევითი სამართალია გარშემო და ამ დროს რუსეთთან დაპირისპირებულ მესამე პრეზიდენტს “პიჯაკებს” უთვლიან , ამ “ოცნების” ხელისუფლების “მოგზაურობები” და ჩარტერული რეისები არ ახსოვთ “სპეც რეისებით”…… აი ამ დროს ოპოზიციის “ლოდერებს” ისევ სააკაშვილის სახელის ხსენება აწუხებდათ და აწუხებთ ,კრძალავენ და სწორედ ამით მოამზადეს ნიადაგი იმ განაჩენისთვის ,იმ შერჩევითი სამართლისთვის, რა განაჩენიც გამოუტანა სააკაშვილს “რუსულმა” სასამართლო სისტემამ , ოპოზიციის “ლუზერები” მიუხედავად ევროსაბჭოს რეზოლუციისა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, ზუსტად ისე არღვევენ ამ რეზოლუციას ,როგორც ირაკლი კობახიძე-ზუსტად ისე! ჰოდა, მეგობრებო და არა მეგობრებო თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს და დროშას, ან ტრანსპარანტს, რომ აწევთ ( თუ აწევთ) მევახშე ოლიგარქებს ( ორივე მხარეს) ნუ დააწევინებთ ბოლომდე გეჭიროთ!!!! P.S გამგებმა გაიგოს….
