თაკო ჩარკვიანი: შერჩევით არ მაქვს მეხსიერება განსხვავებით ამ ფეხბურთელი “ულვაშიანი სერგო ორჯონიკიძისგან”

“ეს უწიგნური ყაველაშვილი, რატომ შემორჩა არაქართულ ოცნებას, მხოლოდ უწიგნურობის გამო, თუ მოღალატეობის გამო, თუ ორივე ერთად?????
მე მეუბნება “ირინა ენუქიძე არ გახსოვსო?”, თან კიდევ გაჰკიოდა “მიშას გათავისუფლებას რომ ითხოვ არ გრცხვენიაო?” გაჰყვიროდა აგრესიული მონა ……
კი როგორ არ მახსოვს ირინა ენუქიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც მახსოვს ანუ შვილმკვდარი დედაც მახსოვს და შვილმკვდარი მამაც თქო ვუპასუხე, თამარ ბაჩალიაშვილის დედაც მახსოვს, ოღონდ შენ არ მახსოვხარ, არც მაშინ და არც ახლა თქო.
შერჩევით არ მაქვს მეხსიერება განსხვავებით ამ ფეხბურთელი “ულვაშიანი სერგო ორჯონიკიძისგან”……” – წერს პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, “რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? სად ვიყავი და ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. შენ კი მათ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ – შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

ასევე დაგაინტერესებთ