თაკო ჩარკვიანი – რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება მათთვის

რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა”, მით უკეთესი იქნება მათთვის, – ამის შესახებ „კანონის და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.
როგორც ჩარკვიანი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, დაიბრუნებს თუ არა დეკანოიძეს გუნდში.
„მათი საქმეა დაიბრუნებენ თუ არა, მაგრამ ჩემი პოზიციით, ჩემი დამოკიდებულებით, რაც უფრო ნაკლები პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ეყოლება ამ ახალ გუნდს მით უკეთესია მათთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მართლაც ახალი გუნდია – , იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაშვილი, , ლაშა ფარულავა, თვითონ და . რაც უფრო ნაკლები ეყოლებათ ხატიას ტიპის ადამიანი, მით უკეთესი. მას კი არაფერი დაუშავებია, ჩემთვის და ჩვენნაირებისთვის დაუშავებია ხმას რომ არ იღებდა და დღეს რომ გამოდის და ლაპარაკობს, რომ თურმე, დარღვევები იყო მაშინ. ამიტომ რაც უფრო ნაკლებ ტიპებს დაიბრუნებს უკან განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ნამდვილად განახლებულია, მით უკეთესი იქნება მათთვის, მაგრამ დანარჩენი მათი საქმეა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს