: …და ამით ხეირობს ივანიშვილის ხელისუფლება!!!!

“ტ ა ბ უ ლ ა !!!!!! უკვე “ტრენდია” თქვენი ბოდიშები ანუ ამ პიროვნების შემთხვევაშიც შეცდომა მოგივიდათ და ამ კაცს გაუვრცელეთ ცრუ ინფორმაცია??? “აგვერიაო”🙈😂
ეს ჩერგოლეიშვილის “პოლიტხლართები” უკვე მთელს საქართველოს ყელზე ადგას და ეს თესავს ნიღილიზმს, ეს ვერშემდგარი “მატა ჰარი” ესა, სულ არ მიკვირს რომ ხალხმა გაანულა და ადამიანებს შიში აქვთ ეს “ცოლ-ქმარი” არ მობრუნდნენო და ამით ხეირობს ივანიშვილის ხელისუფლება!!!!
ტაბულა -დეზინფორმაციის წყაროა უკვე !!!!
ჯერ სიცრუეს ავრცელებენ, შემდეგ ბოდიშს იხდიან, გამოცდილი ხერხია “შეგასხამ” გათრევენ მთელი დღე, კაცს გულს გაუხეთქავენ და მერე მოიბოდიშებენ, იფ რა კარგი ხერხია არა??? ცუღლუტური და გარეწრული……..
აკი ვამბობ დიდი ხანია, რომ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი პოლიტიკას არ უნდა გააკაროს ხალხმა და კიდევ კარგი განულდნენ, ხალხმა გაანულა პოლიტიკურად გაკოტრდნენ !!!
საზიზღრობაა, რასაც ესენი “ასრულებენ” წლებია, დიდი და მრავალწლიანი სიბინძურეა!!!!!!!!!!!
მივმართავ პრეზიდენტს ქ.ნ სალომე ზურაბიშვილს, ბევრი ადამიანის რჩევას გადავცემ, მათივე თხოვნით !
ქ.ნო სალომე ამ თამარ ჩერგოლეიშვილს ბოლო დროს თქვენს სიახლოვეს ხედავენ, (მცდელობა აქვს თურმე) ვფიქრობ სამწუხარო იქნება ამ დეზინფორმატორის რეაბილიტაციას უნებლიედ თქვენ შეუწყოთ ხელი, რადგან სწორედ (მათშორის ) ამ “პროვოკატორი და დეზინფორმატორი” ცოლ-ქმრის გამო, ბევრი იმიტომაც იყო ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში, ოსტატურად პროვოკატორობდნენ, “ციხის ბუნტიდან” დაწყებული ( იხ ე.თევდორაძის ღია ჩვენება სასამართლოზე) დასრულებული “ეკლესიის კარის” პროვოკაციულად შემტვრევით ( მითუფრო არანაირ საჭიროებას რომ არ წარმოადგენდა ასეთი ქმედება მაშინ და კარგად იცოდნენ, განზრახ რასაც ჩადიოდნენ ), აი ამ “ბოდიშით” და სიცრუით “ტრენდული” ცოლ-ქმრის კარგად გამიზნული პოლიტ “ხლართები” იყო და გამოსდიოდათ კიდეც წლების მანძილზე, მას შემდეგ ახლაც აგრძელებენ იგივეს, საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას და დაბნევას, ოღონდ ახლა მიუხვდა ხალხი, ახლა კვლავ რეაბილიტაციას ცდილობენ ეს – პროცესის მუდამ დამანგრეველი ცოლ-ქმარი. ვფიქრობ მათი რეანიმაციის მიმართ შიში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ობიექტურად აქვს და ვერც ვამტყუნებ, ეს კი ისევ “ოცნების” ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ზოგიერთისთვის სამწუხაროდ “ერთი ჭირია” ორივე. ეს “შიში” ტოვებს სწორედ ამ “ოცნების” ხელისუფლებას და ასაზრდოებს. ეს კი მოგეხსენებათ კატასტროფაა და ვფიქრობ გასათვალისწინებელია,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია”კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია