თაკო ჩარკვიანი – დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი?

დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სჯობს პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ქილიკს თავი დაანებონ.
„დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? და ოჯახები რომ ყვავის და იმით, რომ საკუთარ შვილებს კვებავენ, ეს სირცხვილი არ არის? საზიზღრობა არ არის? შეერგება ეგეთი ფული ვინმეს? რომელ უცხოურ დაფინანსებაზე ვლაპარაკობთ, არ ვიცით რაც ხდება?! ორი კაპიკით რომ მოვიდნენ და სასახლეები რომ აქვთ წამოჭიმული, რის ხარჯზე ხდება საქართველოში? სად იშოვება ამ ქვეყანაში მილიონები? სად? რა საწარმოებია ამ 12 წლის განმავლობაში გაკეთებული? რა ფული ამოაქვთ იქიდან ბიზნესმენებს? მე ეს არ მესწავლება, ძალიან კარგად ვიცი, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ამიტომ კი ნუ ვექილიკებით ერთმანეთს, რაღაც ნორმალური ქვეყანა დავტოვოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები უცხოეთიდან შემოსული თანხებით ფინანსდება. როგორც მან აღნიშნა, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა, ყველაზე დიდი ამორალურობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე – უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ