თაზო დათუნაშვილი – ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება – ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით და ახლა ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს

ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება – საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით და ახლა [გაერთიანებით] ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანებაში ორი ინტერესი იკვეთება – აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი და ასევე, ქონებრივი საკითხი.
„მე მგონი, ეს არის იმ გეგმის განხორციელებაა რაც დასახეს – „ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი“. ეს არის საქართველოს ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, რომელიც ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით, და ახლა [გაერთიანება] ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, იმიტომ რომ ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება. ორი უსუსტესი მონსტრი უნდათ რომ გააერთიანონ. აქ ორი ინტერესი იკვეთება. ერთი – აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი. ისედაც კრიმინალური ელემენტები მართავენ ამ უნივერსიტეტებს. მეორე – ცალსახად, ქონებრივი საკითხიც დგას. [ინტერესი] იმ უძრავი ქონებისა, რომელიც ამ ორ ისტორიულ უნივერსიტეტს ქალაქის აბსოლუტურ ცენტრში გააჩნია. სხვა შინაარსი, რატომ უნდა გააერთიანო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი ასწლოვანი ისტორია აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უბრალოდ არ იხსნება,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო