თავს ნორმალურად გრძნობს – სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილზე, რომელიც პოლიციამ წაიყვანა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იუწყება, რომ პარლამენტარი , რომელიც ორიოდე საათის წინ პოლიციამ მანქანით ძალის გამოყენებით წაიყვანა, „თავს ნორმალურად გრძნობს“.
„ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს“, – დაწერა იოსელიანმა ალეკო ელისაშვილზე.
იოსელიანი ალეკო ელისაშვილი ყოფილი თანაპარტიელი და ბავშვობის მეგობარია.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ავტომანქანით გაიყვანა.
ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სვამენ ძალის გამოყენებით პოლიტიკოსს მანქანაში, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
მანამდე რამდენიმე წუთით ადრე, ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრას ითხოვდა და პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს