“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ.
ისმის შეძახილები “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც 129-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლების ცვლილება და სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
ასევე აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხდებენ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს,
მედროშე თემურ ქათამაძეს და ზვიად ცეცხლაძეს.
აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიასთან მივიდნენ, შეძახილებით “არა პროპაგანდას”, ასევე სოლიდარობის ნიშნად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთანაც გეგმავენ მისვლას.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!