“თავისივე დაწერილი რიცხვებითაც სახელმწიფოს მიტაცება გამოდის” – დიღმელაშვილი კობახიძეს პასუხობს

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
ქართული ოცნება ამბობს, რომ 1.1 მილიონი ხმა მიიღო. ქვეყანაში 3.5 მილიონი ამომრჩეველია, რომელთაგან 2.1 მილიონმა მისცა ხმა.
გამოდის, მათივე მანიპულაციური რიცხვებით ამომრჩევლების მესამედზე ნაკლებს, 32%ს უნდოდა მათი (კონსტიტუციით შეზღუდული) ძალაუფლება. ახლა გვაქვს სურათი, რომ ამომრჩეველთა თითქმის 70% არ აძლევს ქოცებს ხმას და ამავდროულად მათ აქვთ შეუზღუდავი, დაუბალანსებელი ძალაუფლება. მათი აბსოლუტურ ძალაუფლებაზე “ხალხის მიერ მინიჭებული” მანიპულაციური შედეგებითაც არ ითქმის. ის ლეგიტიმური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას ასახავდა. ხოლო ასეთი შედეგებით ლეგიტიმურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითქმის, თუ მნიშვნელოვანი თანამდებობების ნაწილი – მინიმუმ პროკურატურა, ს მოადგილე და ანტიკორუფციული – ოპოზიციის ხელშია, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითხოვდა. სხვაგვარად, თავისივე მანიპულაციური რიცხვებიც კი არასაკმარისია ლეგიტიმაციის იმ ხარისხისთვის, რაც მათ აბსოლუტურ ძალაუფლებას სჭირდება.
თავისივე დაწერილი რიცხვებითაც სახელმწიფოს მიტაცება გამოდის. 30% უწყვეტს 70%ს აბსოლუტურად ყველაფერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება