თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და -ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება Operation Cross Shield ჩატარდა.
სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა და -ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
Operation Cross Shield-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, რომლებმაც კიბერუსაფრთხოების საფრთხეები განიხილეს, კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი რეაგირების სცენარები შექმნეს. სწავლების მონაწილეებმა, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში, თავდაცვის უწყების როლზე ისაუბრეს.
სწავლება მიზნად ისახავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და კიბერკრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების სრულყოფას.
Previous: 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს