ზუსტად ვიცით რატომ შეუკერეს ლაშა ცანავას საქმე – ადვოკატი

რის თქმას აპირებს ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრი? – ლაშა ცანავას ადვოკატი აანონსებს, რომ ბურუსით მოცულ საქმეს ფარდა სასამართლო დარაბაზში აეხდება. ლაშა ტყეშელაძემ სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ რა მუხლითაც არის დაწყებული გამოძიება, ამ მუხლით გამოძიება უნდა დაეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაიწყო სუს-მა. რატომ დაიწყო სუს-მა? – ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, როდესაც უნდათ, რომ პოლიტიკოსებზე მიიტანონ ზეწოლა და განახორციელონ – სუს-ი არის ეს ორგანო, სადაც იკერება და შემდეგ უნდათ ხოლმე, რომ ეს მოიყვანონ მზადყოფნაში.
სწორედ აღნიშნული საქმე არის ლაშა ცანავას საქმეც და მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა ცანავა როდესაც გამოვა სასამართლოში, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან დეტალს მოჰყვება და საზოგადოება ზუსტად გაიგებს, რატომ დააკავეს ლაშა ცანავა, რატომ დაიწყეს ლაშა ცანავას წინააღმდეგ საქმის შეკერვა და რატომ არის ლაშა ცანავა პოლიტიკურად დაკავებული.
აღნიშნულ დეტალებზე ლაშა ცანავა თავად მოყვა სასამართლოზე. მე პირდაპირ ვამბობ, რომ აღნიშნული დაკავება არ არის სამართლებრივი, აღნიშნული დაკავება არის პოლიტიკური და სუს-ი მაგიტომ იძიებს. უფრო კონკრეტულად ფაქტებს და გარემოებებს ლაშა ცანავა მოყვება სასამართლოს შიგნით.
დიახ ფაქტები დავაზუსტეთ, ზუსტად ვიცით რატომ შეუკერეს ლაშა ცანავას საქმე, რატომ დაიწყეს აღნიშნული გამოძიება, რატო არის პოლიტიკურად მოტივირებული და აღნიშნულ დეტალებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოიყვანეს ლაშა ცანავა ილაპარაკებს სასამართლო დარბაზში.
სასამართლო წესით იქნება ხვალ, რადგან ბრალის წაყენება უნდა მოხდეს ხვალ და ამის შემდეგ უნდა მოხდეს სასამართლო დარბაზში მისი გადაყვანა და პროცესის ჩატარება,” – განაცხადა ტყეშელაძემ.
ლაშა ცანავა სუს-მა დღეს დააკავა და თქვა რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში დახმარებას დაპირდა და ფული გამოართვა.
ს განცხადებით, მისი ახლო მეგობარი, მასზე პოლიტიკური შურისძიების მოტივით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“