“ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე” – ბექა ოდიშარია “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობის წევრებს არ უკვირთ, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიაში ხდება.
მმართველი გუნდის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელების ნაწილს იმდენად შეაძულა თავი, რომ თავმჯდომარეობის პოსტის გაუქმებას მოითხოვენ.
“ხაბეიშვილი რაც არის კი ხედავთ “ქურქუმალვაითი” – ადამიანმა ისე დაიყენა საქმე, რომ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, რომელიც მას ვერ იგუებს და ვერ იტანს კიდეც, საკუთარ პარტიაში ვეღარ ეგუებიან, ნახევარი პარტია აუჯანყდა და მის გადაყენებას მოითხოვენ. იმდენად შეაძულა ხალხს თავი, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ეს ბუნებრივია, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიქტატორული მართვის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რაც ახლაც არ შეცვლილა.
“ეს ე.წ პარტია შექმნის დღიდან, დიქტატორულ მმართველობაზე იყო დაფუძნებული. ვფიქრობ, მოდელი არ შეცვლილა. ახლა დარჩენილ თანამებრძოლებს, ვისაც თვლის, რომ აუმხედრდნენ და მის მოსაზრებებს ბოლომდე არ იზიარებენ, ახლა დადგა მათი განადგურების დრო და ახლა ამით არის დაკავებული, მოახლოებული არჩევნების წინ”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი