ზურა სიხარულიძე: ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა. ფენტანილი უკვე კართან დგას, და თქვენ ისევ პრეზენტაციებს აწყობთ

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:
ეს აღარ არის შეცდომა.
ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა. ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გატარება და მისი მთავრი ნარკოლიგის ბრუნის იდეოლოგის გატარება
მისი პოლიტიკა
❌ ჰარმ-რედაქშენის სრული უარყოფა
• ნემსების გაცვლა — არა
• ჩანაცვლებითი თერაპია (მეთადონი/ბუპრენორფინი) — აკრძალულია
❌ ნარკოდამოკიდებულის კრიმინალიზაცია
• რეესტრები
• იძულებითი მკურნალობა
• პოლიციისა და ფსიქიატრიის შერწყმა
❌ მკურნალობის შეფასება არა შედეგით, არამედ კონტროლით
• რამდენი „დაირეგისტრირდა“
• რამდენი „იზოლირდა“
• არა — რამდენი გამოჯანმრთელდა
✅ რეპრესია როგორც „პრევენცია“
• შიში = პრევენცია
• დასჯა = მკურნალობა
• იზოლაცია = წარმატება
ეს არის რუსული ნარკოპოლიტიკა და ვინ გყავთ მეციენერი ბრუნი და მისი იდეოლოგია???
საქართველოშიც იდენტური რამე ხდება ნარკოპოლიტიკა ოფიციალურად გადაიქცა ადამიანების იზოლაციის, დამალვის და სტატისტიკაში „გაქრობის“ მექანიზმად. დგება ბნელი ეპოქა ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას -ლირიკა, ბაკლოსანი, ვინტი, ალფა-PVP, მეტადონის კრისტალი კლეფედრონი სინტეზური კოკაინი კრისტლმეტი — ეს ეს არის სისტემის სრული კრახის პირდაპირი შედეგი. ფენტანილი უკვე კართან დგას, და თქვენ ისევ პრეზენტაციებს აწყობთ.
16 ადამიანი რომ ჩაკეტეს რესპუბლიკურში, თქვით — პრობლემა მოგვარდაო.
160 რომ ქუთაისში გადააგზავნით, თქვით — მეცნიერული გადაწყვეტილება მივიღეთო.
სინამდვილეში კი თქვენ უბრალოდ ადამიანები მოიშორეთ თვალსაწიერიდან. და ხალტი ჩაცვით ბადრაგებს სამედიცინო ციხეში!!
გვეუბნებით, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ჩაერთვებიანო. რეალობაში ერთი ფსიქოლოგია მთელ დასავლეთ საქართველოში და სამი თბილისში. ეს არის არა უუნარობა — ეს არის ცინიკური ტყუილი.
თქვენ არ მკურნალობთ.
თქვენ არ რეაბილიტაციას არ ატარებთ.
თქვენ არ პრევენციას არ აკეთებთ.
თქვენ ატარებთ სოციალურ წმენდას და ამას „რეფორმას“ ეძახით.
კითხვები მარტივია და პასუხი უნდა იყოს საჯარო:
• რამდენი ადამიანი განკურნეთ რეალურად?
• რამდენი გამოვიდა პროგრამიდან სტაბილური და დამოუკიდებელი?
• რამდენი გარიყეთ?
• რამდენი დაიჭირეთ ?
• რამდენი ადამიანი შეეწირა თქვენს „წარმატებულ რეფორმას“რამდენი ზედოზირება იყი აგვისტოს მერე? რამდენი სუცუდი?
ციფრები გვაჩვენეთ.
თუ ციფრები არ გაქვთ — ეს ნიშნავს, რომ შედეგი არ გაქვთ.
თუ შედეგი არ გაქვთ — გადადგით ნაბიჯი და დატოვეთ სისტემის მართვა.
ადამიანებზე ექსპერიმენტები რეფორმა არ არის.
ტყუილი პოლიტიკა პოლიტიკა არ არის.
ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა — და ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ.