ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ – იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
როგორც ჯაფარიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მთავარი კითხვა, რომელიც მასთან ჰქონდათ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა.
“დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“. საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე. ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის ს იმ შედეგებს, რაც მ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.
[გვყავს] უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.
ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მიმდინარე საქმეზე, ჯაფარიძეს ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება