ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე – ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს, მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა – არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა

ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს – დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა , – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს სიტყვით გამოსვლას აფასებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.
“დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის ში არ შეგეშალოთო.
არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.
ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით.
არა რა , რა შუაშია რუსეთი,” – წერს ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს