ზურაბ ჭიაბერაშვილი – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში

ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებებს არსებითი ზეგავლენა ექნება დასავლეთის პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
„ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის და ეს ძალიან იმედის მომცემია. რა თქმა უნდა, მთავარი იქნება ქართველი ხალხის მობილიზება და გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, მაგრამ დასავლეთი მანამდეც, 26 ოქტომბერსაც და შემდეგაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაბიჯებზე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებას არ ექნება გავლენა, მაგრამ ამ განცხადებას არსებითი ზეგავლენა ექნება დასავლეთის პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.