“სტატია წავიკითხე ”რუსული ლიტერატურის სამი ზიანი” და ძალაუნებურად ქართულთან გავავლე პარალელი. თქვენი აზრი მაინტერესებს.
პირველი ზიანი:
რუსული ლიტერატურა დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდა და ამცირებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ნორმალური საზოგადოების საფუძველს: საჯარო მოხელეს, ოფიცერს, მღვდელს, მეწარმეს, ვაჭარს – და ზოგადად ბურჟუას, ძლიერ, წელგამართულ კაცს.
მეორე ზიანი:
ამას “დოსტოევსკის ფენომენი” შეიძლება ეწოდოს:
დოსტოევსკისთან ქურდი რათქმაუნდა პატიოსანია, მკვლელი – მოსიარულე სინდისია, ლოთი და მრუში – ფილოსოფოსია, მეძავი – დიადი სულის პატრონია, იდიოტი კი ყველაზე ჭკვიანია (ვისაც წაგვიკითხავს, მართლა ასეა. პერსონაჟებად შემიძლია ჩამოვთვალო ყველა).
მესამე ზიანი -“ტიუტჩევის სახელობის”:
ჯიუტი რწმენა და საკუთარი თავის და ყველას დარწმუნება, რომ რუსები განსაკუთრებული ერია. რომ რუსებისთვის არავითარი კანონი არ არსებობს: არც ევროპული, არც სლავური, არც ქრისტიანული და არც ღმერთმა ქნას, ყველა ხალხისთვის საერთო, როგორც საერთაშორისო სამართალი.
რატომ? იმიტომ, რომ რუსული ლიტერატურის თანახმად “რუსები უნიკალური, განცალკევებული, არავის მსგავსი ერია მსოფლიოში”.
თავად ტიუტჩევის სიტყვებით არის ეს მომენტი კარგად გადმოცემული:
Умом Россию не понять,
Аршином общим не измерить:
У ней особенная стать —
В Россию можно только верить.
ჰა, შეგიძლიათ გაავლოთ პარალელელები საქართველოსთან?
ისე, ამ სტატუსს “რუსეთუმეები” ალბათ ვერ გაიგებენ – რადგან იშვიათად მინახავს ქართველი, ვისაც რუსეთი გულწრფელად უყვარს და რუსული ენა და ლიტერატურა ნორმალურად მაინც იცის,” – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი.