ზურაბ ბატიაშვილი: ეს ყველაფერი კი ფილარმონიაში ჩატარებულ იუმორინაზე გამახსენდა

“როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია ფაშიზმის აღზევება გერმანიაში და დიდი კვლევა ჩაატარეს.
გერმანელებს არც განათლება აკლდათ, არც კულტურა, არც სხვაზე ცუდი ეკონომიკა ჰქონდათ. პირიქით, ბევრ სხვა ხალხთან შედარებით, წინაც იყვნენ.
ამიტომ ამერიკელებმა სხვადასხვა მხრივ შეისწავლეს გერმანიის ცხოვრება ფაშიზმის აღზევებამდე და ერთ მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთეს – თურმე იმ დროის გერმანიაში გამქრალა პატივისცემა გარდაცვლილთა მიმართ.
ამერიკელმა მკვლევარებმა სწორედ მიცვალებულთა მიმართ გულგრილობა მიიჩნიეს ფაშიზმის აღზევების ერთ-ერთ მთავარ წინარე ნიშნად.
ვინც დღევანდელი ს ცხოვრებას აკვირდება, იქაც უცილობლად შეამჩნევდა მსგავს გულგრილობას. ამიტომაც ადვილად დამკვიდრდა იქ ფაშიზმის რუსული ფორმა.
ეს ყველაფერი კი ფილარმონიაში ჩატარებულ იუმორინაზე გამახსენდა. გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები ჯერ არ გაციებულა და ვიღაცეები იუმორინას ატარებენ, საერთოდ უხერხულობას ვერ გრძნობენ, იცინიან, ტაშს უკრავენ…
მე მაინც მგონია, რომ ეგენი უმრავლესობაში არ არიან ამ ქვეყანაში. უმრავლესობაში რომ ყოფილიყვნენ, დიდი ხნის წინ დამკვიდრდებოდა აქ ფაშიზმი.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არხეინად უნდა ვიყოთ. ეგენი უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად ჯიუტად ცდილობენ ფაშიზმის დამკვიდრებას.
ამიტომ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებამდე!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს