“ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს” – ლავროვის მხარდაჭერა ოცნებას

“ურბილესი კანონია… სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს”, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს და “ქართულ ოცნებას” რუსულ კანონთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია”, – ამბობს ის.
აქვე, ლავროვი “ქართული ოცნების” პროპაგანდას, რომლითაც კანონის მიღებას ამართლებს, სიტყვასიტყვით იმეორებს და რუსულ კანონს ასე ახასიათებს:
-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაცა ცუდს აკეთებ. საქართველოში კი უბრალოდ დაფინანსების 20%-ზე მეტს თუ უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია, ამის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს, – ამბობს ლავროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში