ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ის „სამი ზღვის ინიციატივაში“ არ გაუშვა და არც თვითონ წავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობამ მას უარი უთხრა მონაწილეობა მიეღო „სამი ზღვის ინიციატივის” ფორუმში, თუმცა არც თავად წავიდა იქ. დეტალებზე მან ისაუბრა „TV პირველის“ ეთერში, როცა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ვილნიუსში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
10-12 აპრილს ლიეტუვაში „სამი ზღვის ინიციატივა“ იმართებოდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს პირველად ექნებოდა, თუმცა 4 აპრილს გაირკვა, რომ პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა ამ ვიზიტში წასვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს მთავრობა, პრეზიდენტს კი მისი თანხმობა სჭირდება.
„ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი, „სამი ზღვის ინიციატივა“, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ, ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე. ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო“, – უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტს და შემდეგ განმარტა, რატომ ითხოვა მთავრობისგან ამ ვიზიტისთვის ნებართვა: „მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა. იქ, სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა“.
„სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობდა , როგორც მონაწილე-პარტნიორი. ამ გაერთიანების ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ეკონომიკის ციფრულ სფერო. ეს მიმართულებები საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ქვეყნის პრიორიტეტებად არის დასახელებული, სწოერდ ამან გამოიწვია პრეზიდენტის გაკვირვება.
„ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ, სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს