“ზურაბიშვილის პროექტი არის – ქვემოდან ზემოთ პროცესი” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს ოცნებამ, უკეთეს ფორმაში თუ ხართო.
ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაფართოებაზეა მიმართული, ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში. სალომე ზურაბიშვილის პროექტი არის ასეთი – ქვემოდან ზემოთ პროცესი, რომელიც არსებულ შეთანხმებებზე აგებს პროცესს და ზემოდან თავს არაფერს ახვევს, სახალხო პროტესტის ამოცანებიდან ამოდის ზემოთ, და არა ლიდერების ამოცანებიდან – ქვემოთ. ამასთან, ის ღიაა ყველასთვის, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებს და პროცესის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ესაა ზურაბიშვილის პროცესის განსხვავება ყველა წინა პროცესთან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა, შეკუმშვაზე იყო მიმართული და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა. როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა პროცესს, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რომელიც თალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად იზრდებოდა და ფართოვდებოდა, ადგილი ვერ იპოვა? ეს ფიზიკურად, ინჟინრულად შეუძლებელია. ფართო უგებს ვიწროს ამ საქმეში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ