ზუკა ბერძენიშვილი – შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, მისი ინფორმაციით, მას მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია სჭირდება.
„სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს. ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს