ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. მისივე თქმით, ცოლ – ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული 70 წლამდე ქალია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები თავდამსხმელებს ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)