ზუგდიდში დევნილების ყოფილი საცხოვრებელი დაიწვა

ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც პირველებმა გავარკვიეთ, სახლში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. როგორც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გვიდასტურებს ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.