ზოდიაქოს რომელი 4 ნიშნისთვის იქნება პრობლემური დაბნელების დერეფანი – ეზოთერიკოსი

ნინა სუსლოვა „დღის პოსტის“ მაყურებელს საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს დაბნელებების დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც წინ გველოდება:
„ახლა გარდამავალი პერიოდია, თან პოზიტიური, თან ნეგატიური. დაბნელება არ ნიშნავს ცუდ პერიოდს, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, უბრალოდ, ძველი, დაფარული, დაუსრულებელი რაღაცები ყოველთვის წინ იწევს. დაბნელება ხდება ვერძი-სასწორის ღერძზე, ყველაზე მეტად იმოქმედებს ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქაზე. ეს მთვარის დაბნელება უფრო მეტად იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადებულია ს ციკლის პირველ ნახევარში – მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
შესაძლებელია, იყოს გაურკვევლობა და კონფლიქტები, არ უნდა ვიყოთ იმპულსურები. არ არის კარგი, მომინდა რაღაც და გავაკეთე დაუფიქრებლად. ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ასე მოხდეს. გვმართებს მეტი სიმშვიდე. არ შევიდეთ კამათში არავისთან. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჯანმრთელობასთან.“

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი