ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი 29 თებერვალი – ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ პერიოდში ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირებათ.
კურო
დაისვენეთ, მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ტყუპები
ნუ გაიხსენებთ წარსულ შეცდომებს, ეცადეთ დღეს მოერიდოთ რთული საკითხების გადაჭრას და გარშემომყოფებთან მეტი საერთო გამონახოთ .
კირჩხიბი
გამოდით ჩრდილიდან და აისრულეთ ოცნებები, მოიგონეთ რაიმე ახალი, მოახდინეთ ძველი იდეების რეალიზაცია, არ გაუშვათ შანსები ხელიდან.
ლომი
სურვილი მოგეძალებათ დაეხმაროთ სხვებს, მხოლოდ სოციალურ საკითხებში გამოიჩინეთ სიფრთხილე, ერიდეთ მოსაწყენ და მეწვრილმანე ადამიანებს, გახსოვდეთ, ვისთანაც ურთიერთობთ – მისი მსგავსი ხდებით.
ქალწული
მორალზე საუბარს თავი დაანებეთ და გაერთეთ. ნურავის მისცემთ უფლებას გამოგიყენონ. ელოდეთ სასიამოვნო სასიყვარულო სიურპრიზს.
სასწორი
იაქტიურეთ, გამოიყენეთ მიღებული მიპატიჟების წინადადება და გახალისდით, ბევრი საინტერესო სიახლეა მოსალოდნელი.
მორიელი
გართობის დროა. ეწვიეთ ან თვითონ დაპატიჟეთ მეგობრები. მომავალს ოპტიმისტურად, უფრო ნათელ ფერებში შეხედეთ.
მშვილდოსანი
თქვენი მომხიბვლელობა და შარმი ადვილად მოიზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ყურადღებას. შესაძლოა თქვენში გაიღვიძოს სწრაფვამ ეზოთერული და ფსიქოლოგიური საკითხებისადმი, ან წახვიდეთ საინტერესო შეხვედრაზე.
თხის რქა
ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვათა გამონათქვამებს, რა გააკეთოთ და რა არა, ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში. არავინ არაა ამ ქვეყნად იდეალური. აკეთეთ თქვენი საქმე გულით.
მერწყული
იყავით თავდაჯერებული, ელოდეთ ბევრ სიახლეს. პროფესიონალურ საქმიანობაში მოსალოდნელია ცვლილებები, ხოლო დამატებითი სამუშაოსთვის მოითხოვეთ შესაბამისი ანაზღაურება.
თევზები
დღეს არის ალბათობა, დიდი დრო დაკარგოთ ფუჭად კამათსა და გეგმების შედგენაში, ეცადეთ დეტალურად განიხილოს საკითხები საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი