ზივზივაძე: როცა შთამომავლები გვეყოლება, კალთაში ჩავისვამთ და ამ დღეზე მოვუყვებით

ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.
თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.