ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 დეკემბერს გამართავს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას, იმ ფონზე, როცა ის და უკრაინის არმიის ხელმძღვანელები კვლავ ცდილობენ ქვეყნის შიგნით შემართების გაძლიერებას და დასავლეთის მხრიდან დახმარების შენარჩუნებას რუსეთთან მიმდინარე ომში.
ზელენსკის ოფისმა 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაუმხელენ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე – რადგან რუსეთი განაგრძობს რაკეტებით და დრონებით შეტევებს ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის ჩათვლით.
ჯერჯერობით ბოლო პრესკონფერენცია ზელენსკიმ 24 თებერვალს გამართა – რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღის აღსანიშნავად.
პარალელურად, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკან წაიღო უფრო ადრე გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ხანგრძლივი ომი ჩიხშია შესული – რამაც დასავლელი მხარდამჭერების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია კიევის ახალი კონტრშეტევის ნელი ტემპის გამო.
“ჩიხში შესვლის უფლებას თავს ვერ მივცემთ” – თქვა ზელენსკიმ 15 ნოემბერს, ზალუჟნის განცხადებების შემდეგ.
თავად ზალუჟნის 18 დეკემბერს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა ამჟამინდელი ვითარება ჩიხი, რასაც მან უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა არ უპასუხა კითხვას იმაზე, იგეგმება თუ არა ახალი კონტრშეტევა ზამთრის პერიოდში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს