ზელენსკი სომხეთში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, აზერბაიჯანსაც ეწვიოს

რუსეთთან სომხეთის მზარდი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას სომხეთში ვიზიტს გეგმავს. აცხადებს „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან ინფორმირებული წყარო.
„ვიზიტი, სავარაუდოდ, 4 მარტს შედგება“, – თქვა წყარომ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული ზელენსკი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანსაც ეწვიოს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „უცხოელი ლიდერების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავის დროზე აცნობებენ“.
მანამდე კი, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და სომხეთს ახლა დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები აქვთ უკრაინის ომზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს