ზელენსკი საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში ჩავა და მიუნხენის კონფერენციაში ჩაერთვება

ის მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან, ნათქვამია ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
17 თებერვალს ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ჩაერთვება და სიტყვით გამოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, 16 თებერვალს მაკრონი და ზელენსკი ელისეს სასახლეში ხელს მოაწერენ საფრანგეთსა და ს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.
მიუნხენის კონფერენცია 1963 წლის გვიან შემოდგომაზე დაფუძნდა. წელს 16-18 თებერვლის შეკრებაზე უსაფრთხოების ფორუმი საიუბილეო მე-60 წელს აღნიშნავს. გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებიდან კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა