ზელენსკი: ნატოს შეუძლია, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდი შექმნას

ნატომ შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური ფონდი შექმნას, რომელიც დაახლოებით 100 მილიარდ ევროს მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, ასეთი ინიციატივა განახორციელონ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სთვის ასეთი ფონდის შექმნის დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს ორმხრივი მოცულობების ხარჯზე, რაც უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენს შეთანხმებაშია აღნიშნული“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ გახდება ნატოს წევრი, რადგან „მუშაობა, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დააყენებს“.

„უკრაინა ნატოში შესვლას იმსახურებს, ჩვენი ძალებით, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვით და ჩვენი მნიშვნელობით მთელი ევროატლანტიკური რეგიონის მომავლისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები აძლიერებენ საკუთარი თავდაცვის წარმოებას და უკრაინასთან ერთობლივ წარმოებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა