ზელენსკი: კონგრესში სამხედრო დახმარების საკითხში გარღვევა უკრაინას გამარჯვების შანსს აძლევს

უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ის ს წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
„ვფიქრობ, ეს დახმარება მართლაც გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ თქვა ზელენსკიმ 21 აპრილს NBC-სთან ინტერვიუში. „და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება“.
პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს შორი რადიუსის შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც, ზელენსკის თქმით, უკრაინას საშუალებას მისცემს, „ჩაშალოს რუსეთის გეგმები“ და არ მისცეს მას მოსალოდნელი სრულმასშტაბიანი იერიშის წარმოების საშუალება.
სოცქსელ X-ში ზელენსკიმ დაწერა, რომ დემოკრატიულ მსოფლიოს შესწევს იმის ძალა, რომ დაამარცხოს რუსეთი და მას „არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალის“. უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტულად იგულისხმა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და საბრძოლო თვითმფრინავები.
შესაძლოა კვირები დასჭირდეს ამ შეიარაღების ფრონტამდე მიტანას, მაშინ როცა ამუნიციის ნაკლებობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, ეკონომიურად გამოიყენონ საბრძოლო მასალა.
-ის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს მიიღო 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელშიც ყველაზე დიდი წილი, 61 მილიარდი დოლარი, უკრაინისთვის არის განკუთვნილი. დახმარებას მიიღებენ ასევე და აშშ-ის სხვა მოკავშირეები.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ