ზელენსკი: „ზალუჟნის დათხოვნა არა კურსის ცვლილება, არამედ მენეჯმენტის გადახალისებაა“

უკრაინის პრეზიდენტმა, მ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს ოლექსანდრ სირსკით შეცვლა არა უკრაინის კურსის ცვლილება, არამედ სამხედრო სარდლობის მენეჯმენტის გადახალისებაა.
ზელენსკის განცხადებით, „უნდა იყოს უფრო სწრაფი, რაც ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ არსებულ ბიუროკრატიაზე. სხვა შანსი არ გვაქვს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „დრო ფულია, ჩვენს შემთხვევაში კი დრო ფული კი არა, ადამიანების სიცოცხლეა“.
ზელენსკის ასევე ჰკითხეს, რატომ მიანიჭა ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება და ყოფილი მთავარსარდალი პრეზიდენტის მხარდამჭერას განაგრძობს, თუ ოპოზიციაში გადავა. კითხვის მეორე ნაწილს პრეზიდენტმა არ უპასუხა, ხოლო გმირის წოდების მინიჭებაზე განაცხადა: „მან ჩვენი ქვეყანა დაიცვა. ამიტომ მივანიჭე უკრაინის გმირის წოდება. მისი ძალიან მადლობელი ვარ“.
ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი 8 თებერვალს დაითხოვა და მის ნაცვლად გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. ამ თემაზე გირჩევთ:
· რას (არ) ცვლის ომისთვის ზალუჟნის სირსკით ჩანაცვლება – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

ასევე დაგაინტერესებთ