ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი თავის კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდა. მოლაპარაკებების თემებია რუსეთთან ომი, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა და უკრაინული სურსათის ექსპორტი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი და ერდოღანი ასევე იმსჯელებენ კონფლიქტის დასასრულებელ ს 10 პუნქტიან ფორმულაზე, უკრაინელი ტყვეების და დეპორტირებულების გათავისუფლებაზე და უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით უსაფრთხო ტრანზიტის მეშვეობით, გლობალური სასურსათო სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.
უკრაინის სამშვიდობო ფორმულა ითვალისწინებს უკრაინიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანას, ქვეყნის პოსტ-საბჭოთა, 1991 წლის საზღვრების აღდგენას და სთვის მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. კრემლმა ადრე ასეთი პირობები უარჰყო.
„ვიზიტის დროს ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თავდაცვით-ინდუსტრიულ სფეროში ერთობლივ პროექტებს“, თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში და დაამატა, რომ ზელენსკი ეწვევა ვერფებს, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებისთვის კორვეტები შენდება. ის ასევე თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული იქნება „-რუსეთის ომის მიმდინარეობაზე დეტალური დისკუსია, [შავი ზღვის] მარცვლეულის დერეფნის გაგრძელების შესახებ კონტაქტების ბოლოდროინდელი მდგომარეობა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისაკენ მიმართული ძალისხმევა“.

ასევე დაგაინტერესებთ