ზელენსკი: „გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა.“ დრონებით თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინაში

რუსეთმა და მ დრონებით თავდასხმები განახორციელეს 2 მარტს.
უკრაინის შავი ზღვის ქალაქ ოდესაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე დრონით იერიშს სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადეს რეგიონული ოფიციალური პირებმა.
2 მარტს ს არმიამ დრონებით განახორციელა დარტყმები უკრაინის ქალაქ მიკოლაევსა და ხარკოვზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ხოლო დრონით საეჭვო თავდასხმას სანქტ-პეტერბურგში აფეთქება მოჰყვა.
პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა სულ მცირე ექვსი პირი. გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, ისე რომ მიზეზი არ დაუკონკრეტებია, განაცხადა, რომ “ინციდენტი” მოხდა და თქვა, რომ დაახლოებით 100 მოსახლე ევაკუირებულია.
საინფორმაციო გამოცემა Fontanka-ს ცნობით, აფეთქება უკრაინულმა დრონმა გამოიწვია. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში დაბომბვამ დილით ადრე 76 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეგუბოვმა.
თავდასხმები მოხდა იმის ფონზე, რაც უკრაინის ოფიციალური პირები განაგრძობდნენ ზეწოლას თავიანთ დასავლელ მოკავშირეებზე, მიაწოდონ მას მეტი იარაღი, განსაკუთრებით, ამუნიციის და საჰაერო თავდაცვის სისტემების სახით.
“რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმებს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, მ სოციალურ ქსელში.
“ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო ფარი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გადაარჩენს სიცოცხლეს”, – თქვა წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია