ზელენსკი: აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარება გამარჯვების შანსს მოგვცემს

უკრაინის პრეზიდენტმა მ დღეს, 21 აპრილს, NBC News-თან ინტერვიუში -ს კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული დახმარებით ს რუსეთთან გამარჯვების შანსი ექნება.
“ვფიქრობ და ვლოცულობ, რომ ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს [უკრაინის] შეიარაღებულ ძალებს, და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი უკრაინა მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც ძალზე გვჭირდება, რომლებიც ათასობით ჯარისკაცს სჭირდება”. – თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ კანონპროექტებს ამერიკის სენატი მომავალ კვირაში განიხილავს, რის შემდეგაც სამხედრო დახმარების უკრაინაში გაგზავნა დაიწყება.
20 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.