ზელენსკი: -მ უკრაინისთვის განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა გადაამისამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
ზელენსკის თქმით, ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა რუსეთის მხრიდან დრონებით უწყვეტი იერიშების მოგერიებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანულ შაჰედის დრონებს.
“ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე – 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო” – თქვა ზელენსკიმ.
სანამ უკრაინის პრეზიდენტი ღიად ისაუბრებდა შეერთებული შტატებიდან დრონების მიწოდებაში არსებულ პრობლემებზე, მანამ მანამდე, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისკენ გადაამისამართა საბრძოლო მასალები, რაც მოიცავდა დრონების გამანეიტრალებელ მაღალგანვითარებად სარაკეტო სისტემებში გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა