ზელენსკი ავდიივკის დაკარგვას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და დახმარების დაჩქარება სურს

ოთხშაბათს ეთერში გასულ კომენტარებში, პრეზიდენტმა მ უკრაინის მიერ ქალაქ ავდიივკის დაკარგვა ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა და მოკავშირეებს მოუწოდა, ომის მეორე წლისთავის მოახლოებასთან ერთად დახმარება დააჩქარონ.
ს ჯარმა ავდიივკაზე კონტროლი გასულ კვირაში მოიპოვა. ეს, გასული წლის მაისში ბახმუტის დაკავების შემდეგ, მოსკოვის ყველაზე დიდი საბრძოლო გამარჯვება იყო. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ ში თავის შეტევას გააგრძელებს.
ზელენსკიმ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდში აღიარა, რომ გასული წელი უკრაინისთვის „რთული“ იყო, კერძოდ 2023 წლის ბოლო.
მაგრამ მან ადრინდელ წარმატებებზე მიუთითა, კერძოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონის შესახებ, სადაც „ფოქსს“ ინტერვიუს აძლევდა.
„ამ ორი წლის განმავლობაში ხარკივის რეგიონის ნაწილი დავიბრუნეთ. ახლა ამ რეგიონში ვართ… და შავი ზღვის ბლოკადა გავარღვიეთ. არის მარცვლეულის მარშრუტები და რუსეთის ფლოტის ბევრი ხომალდი გავანადგურეთ”, თქვა ზელენსკიმ.
„ეს არის, რაც ორ წელიწადში გავაკეთეთ და მათ რის გაკეთება შეძლეს? მხოლოდ ეს ერთი ადგილი, მაგრამ რისთვის?“
ავდიივკა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით, 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ავდიივკის აღება, დონეცკს უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან უსაფრთხოებას მისცემს, სანამ მოსკოვი გეგმებს აწყობს თუ დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების სრულად დასაპყრობად თავისი შეტევა როგორ გააგრძელოს.
ზელენსკიმ თავის კომენტარებში დასავლური დახმარების შენელების გამო ახალი უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა შეერთებული შტატები გამორჩეულად არ ახსენა.
შეერთებული შტატების სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინის დაფინანსებასაც შეიცავს, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კანონპროექტის კენჭისყრაზე უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა