“ფორუმი უკრაინა 2025″-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა იმ შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-სა და უკრაინას შორის ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმე ეხება მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ტრამპი გეგმავდა, უკრაინისთვის 500 მლრდ ევრო ომში მყოფი ქვეყნისთვის სესხად გადაეცა, ოღონდ პროცენეტბის დაბრუნების სანაცვლოდ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს, მილიარდობით დოლარი ვალად აიღოს, რომ შემედგ ამ თანხების გადახდა უკრაინის თაობებს მოუწიოთ. მან ასევე უპასუხა ტრამპსაც, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას 350 მლრდ დოლარის დახმარება გაუწია, რაც ზელენსკის თქით, სიმართლეს არ შეესაბამება.
მე არ გავაფორმე ამერიკასთან შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულზე, რადგან იქ არ არსებობდა უსაფრთხოების გარანტიები და ვერ გავიგე ეს შეთანხმება. უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო ფინანსური დახმარების სახით მიიღო 100 მლრდ დოლარი და არა 350, 500 ან 700 მლრდ დოლარი. მე არ ვთვლი იმას, რომ უკრაინას ამერიკის მიმართ თუნდაც 100 მლრდ დოლარის ღირებულების ვალი აქვს, რადგან ეს იყო გრანტი, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ ბაიდენთან. 100 მლრდ დოლარსაც არ ვაღიარებთ. მე არ მოვაწერ ხელს იმას, რაც შემედგ უკრაინელების ათმა თაობამ უნდა გადაიხადოს. მინდა, რომ ტრამპი ჩენს მხარეს იყოს. მინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დავამთავროთ. მჯერა, რომ ტრამპი მოინდომებს და დაგვეხმარება ომის დასასრულებლად, მაგრამ ძალა უნდა იყოს მიმართული რუსეთის წინააღმდეგ . ტრამპი არ არის მარადიული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა მრავალი წლის განმავლობაში. სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი და მე მინდა, რომ ჩვენი შეთანხმება აშშ-თან იყოს სკანდალების გარეშე. ამერიკის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში წერია, რომ ვაშინგტონის მიერ ჩვენთვის მოცემული თითოეული დოლარის დახმარებიდან უკრაინამ უნდა დააბრუნოს 2, ეს წერია იქ. მე ეს წითლად გამოვყავი თქვენთვის გასაგები რომ იყოს, ეს 100%-იან სესხს ნიშნავს. როდესაც ამერიკა ყიდის ან აწვდის დახმარების პაკეტს ისრაელს, ყატარს ან საუდის არაბეთს, იღებს თუ არა ვაშინგტონი მოგების 100%? ეს ფაქტია, რომ – არა. მე არ ვაპირებ 500მლრდ-ის აღიარებას ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, – განაცხადა ზელენსკიმ.