ზელენსკის ბრძანებით, უცხოელებს ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება მიეცათ

უცხოელებსა და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებს მიეცათ უფლება, იმსახურონ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მ 21 თებერვალს მოაწერა და ის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
როგორც უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent წერს, გვარდიაში მსახურების უფლება ექნებათ იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებიან, არ არიან ნასამართლევი და აკმაყოფილებენ სამხედრო სამსახურისთვის უკრაინის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ასევე შეძლებენ უკრაინის რეგულარულ არმიაში მსახურებას.
უცხოელებს ჯერ კიდევ 2022 წელს, ს შეჭრისთანავე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის არმიის საერთაშორისო ლეგიონში ჩარიცხვისკენ. უცხოელები, მათ შორის, ქართველები, სწორედ ამ ლეგიონის ფარგლებში ომობენ.
როგორც The Kyiv Independent წერს, ზელენსკის ეს ნაბიჯი ემსახურება მიზანს, 2024 წლის განმავლობაში შეძლოს უფრო მეტი მებრძოლის მობილიზება ფრონტზე გასაგზავნად.
უკრაინის ეროვნული გვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ გვარდია იბრძვის ფრონტის წინა ხაზზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა