ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინის პრეზიდენტმა მ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბის“ არსებობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში უნგრეთის ვეტოს მოხსნაზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, მოიპოვა თუ არა მ მეტი ბერკეტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე „დრუჟბაზე“ თავდასხმებისა და -ის პრეზიდენტ სადმი ზელენსკის მიმართვის შემდეგ, დახმარებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესზე ვეტოს მოხსნაში.
ზელენსკიმ კითხვას ირიბად, სიტყვათა თამაშით უპასუხა (ნავთობსადენის სახელი „Дружба“ მეგობრობას ნიშნავს):
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას (дружбу). ახლა კი „დრუჟბას“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“.
საპასუხოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენა იმისთვის, რომ უნგრეთს უხეშად დაემუქროს.
„ბოლო დღეებში უკრაინამ სერიოზული შეტევები წამოიწყო ჩვენი ენერგომომარაგების უსაფრთხოების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ენერგოუსაფრთხოებაზე შეტევა სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევად უნდა შეფასდეს. ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევისთვის არალეგიტიმური ახსნაა ისეთი ომი, რომელსაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ზელენსკის, რომ შეწყვიტოს უნგრეთისადმი მუქარა და თავი დაანებოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას“, — განაცხადა სიიარტომ.
ბუდაპეშტის თანახმად, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, აგვისტოში უკვე სამჯერ შეწყდა ნავთობის მიწოდება მილსადენ „დრუჟბის“ მეშვებით, საიდანაც უნგრეთი და რუსულ ნავთობს იღებენ.
ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას უკრაინასთან, უნგრეთის ვეტოს გამო, ამ დრომდე ვერ შეძლო პირველი კლასტერის გახსნა.